ლიდერი არქიტექტურული კომპანია არქიტექი

ჩვენი არქიტექტურული გუნდი ქმნის უნიკალურ პროექტებს თქვენი მოთხოვნების შესაბამისად - საცხოვრებელი სახლებიდან კომერციულ სივრცეებამდე. დაგეგმარებიდან რეალიზაციამდე, ყველა ეტაპზე თქვენს გვერდით ვართ.

დაგვიკავშირდი
6+

წელი თქვენს სამსახურში

300+

წარმატებული პროექტი

კომპანიის მთავარი ფოტო - რემონტი, მშენებლობა

ჩვენ შესახებ

არქიტექი 2018 წლიდან ქმნის გამორჩეულ არქიტექტურულ პროექტებს საქართველოში. ჩვენი გუნდი აერთიანებს გამოცდილ არქიტექტორებს, დიზაინერებსა და პროექტის მენეჯერებს, რომლებიც ზრუნავენ თქვენი იდეების სრულყოფილ განხორციელებაზე.

300+ წარმატებული პროექტი, ინოვაციური მიდგომები და სრული არქიტექტურული მომსახურება არქიტეკისგან. ჩვენი მისიაა შევქმნათ სივრცეები, რომლებიც აერთიანებს ესთეტიკას, ფუნქციურობას და თანამედროვე სტანდარტებს.

დაგვიკავშირდი
01

გამოცდილება

თქვენი იდეას გადავაქცევთ ხარისხიან პროექტად, რომელიც აკმაყოფილებს ყველა სამშენებლო და უსაფრთხოების სტანდარტს. ჩვენი ექსპერტიზა გეხმარებათ თავიდან აიცილოთ ძვირადღირებული შეცდომები.

02

უნიკალური დიზაინი

უნიკალური და ფუნქციური დიზაინივქმნით სივრცეს, რომელიც იდეალურად ერგება თქვენს საჭიროებებს და სტილს. გამორჩეული დიზაინი ზრდის თქვენი უძრავი ქონების ღირებულებას.

03

სრული ციკლი

ჩვენ გთავაზობთ არქიტექტურული მომსახურების სრულ ციკლს. ჩვენი გამოცდილი გუნდი თქვენთან ერთად გაივლის მთელ გზას - დაწყებული პირველადი კონცეფციიდან, პროექტის შექმნისა და დამტკიცების ეტაპების გავლით, მშენებლობის პროცესის ზედამხედველობით დასრულებული.

კლიენტები

Wingate

სასტუმროების ქსელი

თამარ ა.

ფიზიკური პირი

Intourist

სასტუმროების ქსელი

HomeTown

დეველოპერული კომპანია

სანდრო ბ.

ფიზიკური პირი

ანანო დ.

ფიზიკური პირი

FamouzGrill

სწრაფი კვების ქსელი

ჩვენი სერვისები

არქიტექტურული მომსახურება

არქიტექტურული მომსახურება კომპანიის არქიტექის ძირითადი მიმართულებაა, რომელიც მოიცავს ყველა იმ პროცესს, რაც საჭიროა შენობების და სხვა სამშენებლო ობიექტების არქიტექტურული პროექტის შექმნისა და განხორციელებისთვის.

შეიტყვე მეტი

კერძო სახლის არქიტექტურა

კერძო სახლის არქიტექტურის შექმნისას ვითვალისწინებთ ყველაზე თანამედროვე არქიტექტურულ და კონსტრუქციულ გადაწყვეტებს და ვქმნით სივრცეს, რომელიც იდეალურად იქნება მორგებული ოჯახის თითოეულ წევრზე და დაკმვეთს საჭიროებებზე.

შეიტყვე მეტი

კორპუსის არქიტექტურა

სწორი არქიტექტურული დაგეგმარება იძლევა საშალებას შეიქმნას ისეთ საცხოვრებელი სივრცეები, რომლებიც კარგად იქნებიან მომავალი მობინადრეების მოთხოვნებზე მორგებული და მაქსიმალური მოთხოვნით ისარგებლებებენ უძრავი ქონების ბაზარზე

შეიტყვე მეტი

კონსტრუქციული მომსახურება

არქიტექის გუნდი დაპროექტებულია პროფესიონალი კონსტრუქტორებით. ჩვენ შეგვიძლია ვიმუშაოთ ყველაზე რთულ კონსტრუქციულ პროექტებზეც კი და მოგიძებნთ ყველაზე ეფექტური და მომგებიანი კონსტრუქციული გადაწყვეტა თქვენი მშენებლობისთვის.

შეიტყვე მეტი

ინტერიერის დიზაინი

ჩვენი დიზაინერთა გუნდი შეგიქმნით პროფესიონალურ ინტერიერის დიზაინს, რომელიც საუკეთესოდ იქნება მორგებული თქვენს გემოვნებასა და საჭიროებებზე.ჩვენი გუნდი სპეციალიზირდება, როგორც კლასიკურ ასვე თანამედროვე დიზიაინის მიმართულებაში და შემოგთავაზებთ საუკეთესო გადაწყვეტას თქვენს საჭიროებებზე და გემოვნებაზე მორგებით.

შეიტყვე მეტი

სრული საპროექტო მომსახურება

ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს ყველა საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას მშენებლობის ნებართვის მისაღებად, რაც მოიცავს კომუნიკაციების, საგზაო ინფრასტრუქტურის და სხვა აუცილებელი კომპონენტების პროექტირებას. ეს სრული პაკეტი შექმნილია იმისთვის, რომ კლიენტს მიეწოდოს ყველა საჭირო საპროექტო დოკუმენტაცია ერთი ფანჯრის პრინციპით, დროისა და რესურსების მაქსიმალური ეკონომიით.

შეიტყვე მეტი

"არქიტექის" გუნდი გამოირჩევა პროფესიონალიზმით, სიზუსტითა და დროის ეფექტური მართვით. ჩვენთვის უმთავრესია ხარისხისა და უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების დაცვა. გუნდის თითოეული წევრი ფოკუსირებულია თქვენი ხედვის სრულყოფილ რეალიზებაზე. ვახორციელებთ ნებისმიერი მასშტაბის არქიტექტურულ პროექტებს - დაწყებული მცირე კერძო სახლით, დასრულებული კომპლექსური შენობებითა და ლანდშაფტური დაგეგმარებით.

200+ მომხმარებელმა გვანდო მათი არქიტექტურა. გაეცანით ჩვენი მომხმარებლის შეფასებებს

შესანიშნავი

125 მომხმარებლის აზრით

ქეთევან დ.

2023-10-05

არქიტექი ქმნის არაჩვეულებრივ, თანამედროვე და პრაქტიკულ არქიტექტურულ პროექტებს. გუნდი ყოველთვის ორიენტირებული შედეგზე და შექმნილ პროექტის მომხმარებლის მოთხოვნებზე მაქსიმალურად მორგებაზე. უკვე წლებია რაც ჩემი კომპანიით მათთან ვთანამშრომლობ და არაერთი უნიკალური არქიტექტურული პროქტეი აქვთ ჩვენთნის შექმნილი. არქიტექი უდაოდ გამორჩეული და ბაზრის ლიდერი კომპანიაა.

მალხაზ ზარქუა

2024-05-04

დიდი მადლობა არქიტექის გუნდს საოცარი თანამშრომლობისთვის! განსაკუთრებით აღსანიშნავია მათი მზაობა ცვლილებებისთვის და მოქნილობა სამუშაო პროცესში. პროექტის განმავლობაში რამდენჯერმე შევცვალეთ მოთხოვნები, მაგრამ მათ ყოველთვის პროფესიონალურად და მშვიდად მოახერხეს ადაპტირება. საბოლოო შედეგი აღემატება ყველა ჩვენს მოლოდინს!

ნათია კიკნაძე

2024-02-17

თანამედროვე მიდგომა და კრეატიული გადაწყვეტილებები - ეს არის ის, რაც არქიტექის გუნდს გამოარჩევს. ჩვენი სახლის პროექტზე მუშაობისას მათ შემოგვთავაზეს ინოვაციური იდეები ენერგოეფექტურობისა და სივრცის მაქსიმალურად გამოყენების კუთხით. განსაკუთრებით მომეწონა, რომ ყველა დეტალს ითვალისწინებდნენ და მუდმივად გვაწვდიდნენ ინფორმაციას პროექტის მიმდინარეობის შესახებ.

სალომე ახობაძე

2023-12-25

მინდა დიდი მადლობა გადავუხარო არქიტექის გუნდს მათი პროფესიონალიზმისა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულების გამო. მიუხედავად იმისა, რომ მეგონა არქიტექტურული პროექტის კეთება ძალიან დიდ დროს წაიღებდა, მათ შეძლეს და მესავედ ვადებში, იდეალური ხარისხითა და სიზუსტით მოამზადეს არქიტექტურული პროექტი. ნამდვილად არ ინანებთ თუ ამ გუნდს აირჩევთ.

ანდრო მიქელაძე

2023-10-01

არაჩვეულებრივი გუნდია! ძალიან მოწესრიგებული და პროფესიონალი. აქვთ გამორჩეული ხედვა და შეუძლიათ ძალიან მარტივად შექმნან უნიკალური ვიზუალები. ასევე, ძალიან კარგად ფლობენ ტექნიკურ მხარეს და მათი პროექტები ყოველთვის ტექნიკურად გამართული და პრაქტიკაში ადვილად განსახორციელებელია.

დაგვიკავშირდი!

გსურთ პროფესიონალური არქიტექტურული მომსახურება? დაგვიკავშირდით უფასო კონსულტაციისთვის.

არქიტექის წარმომადგენელი მოგაწვდით დეტალურ ინფორმაციას და დაგეხმარებათ თქვენი პროექტის დაგეგმვაში. პირველი კონსულტაცია სრულიად უფასოა!

ჩვენი გუნდი 24 საათის განმავლობაში დაგიკავშირდებათ!
Thank you! Your submission has been received!
Oops! Something went wrong while submitting the form.